ოპოზიციასთან დაკავშირებული დამკვირვებლები
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილი რომ ნამდვილად დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიებთან, დადასტურდა ოპოზიციის ჩრდილოვან კაბინეტში ვასილ ურუშაძის დასახელებით, აცხადებენ მმართველ პარტიაში და სამოქალაქო პლატფორმა 2020 -ს დაფინანსების წყაროს გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ. ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ განაცხდა, რომ ამ ორგანიზაციის დაფინანსება განხილული უნდა იყოს, როგორც უკანონო შემოწირულობა.
