ამერიკელი მკვლევარი სააკაშვილზე
„რადიო თავისუფლების“ ყოფილი ხელმძღვანელი და ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი, ენდერს ვიმბუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობს, თუმცა ის არც მსხვერპლია და არც პოლიტიკური პატიმარი. მისი აზრით, სააკაშვილი სამართლიანად არის გასამართლებული და მსხვერპლნი ის ადამიანები არიან, „რომლებიც სააკაშვილის გამო დაზარალდნენ“. ვიმბუში სვამს კითხვას და აინტერესებს ვინ აფინანსებდა სააკაშვილის მოგზაურობებს, მას შემდეგ, რაც საქართველო დატოვა და მოქალაქეობაზე უარი თქვა.
