წინასაარჩევნო შეხვედრები სამეგრელოში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე 9 დღე დარჩა. 30 ოქტომბერს კენჭისყრა კიდევ ერთხელ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება. „ქართული ოცნება“ აქტიურ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს.
