გოგელიას კლინიკის თაღლითური სქემა - საკითხს რეგულირების სააგენტო სწავლობს
გოგელიას კლინიკის თაღლითური სქემა. კლინიკამ მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, სხვა პრეპარატით აცრა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საკითხს რეგულირების სააგენტო სწავლობს და ინფორმაცია შესაბამის უწყებებსაც გადაეგზავნება.
