ოპოზიციის "ჩრდილოვანი კაბინეტი" - შეფასებები
ნიკა მელიას ჩრდილოვანი კაბინეტი. არჩევნების მეორე ტურამდე თანამდებობები გადაინაწილეს და კოალიციაში ნაციონალური მოძრაობა, ლელო, ევროპული საქართველო, დროა, გირჩი მეტი თავისუფლება და ნინო ბურჯანაძის პარტიები გაერთიანდნენ. უაზრო თამაშები- ეს მმართველი პარტიის ლიდერების შეფასებაა. ითქვა რომ კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს და მეორე ტურშიც ოპოზიცია დამარცხდება.
