კახა კალაძის მიმართვა ამომრჩეველს
არჩევნების მეორე ტურამდე ცხრა დღე დარჩა. ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს მიმართავს. კახა კალაძის განცხადებით, ის საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით არ ყოფს და იქნება ყველას მერი. ასევე ამბობს, რომ პირველი ტურის შედეგებმა კიდევ უფრო გააძლიერა და 30 ოქტომბერს დიდი ანგარიშით გაიმარჯვებს.
