ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე გახსნილია
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე გახსნილია დაკავებულია სამი ადამიანი. ბაჩუკი ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი . გამოძიების ვერსიით, 37 წლის ბაჩუკი ლატარიამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ანასტასია შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა. მძიმედ დაჭრილი შატალოვა ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ლატარიამ შემთხვევის ადგილი ავტომობილით დატოვა , რომელსაც ბიძინა ხასია მართავდა და მას ჩადენილი მკვლელობის შესახებ მოუყვა.
