კახა კალაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისის მერობის კანდიდატმა კულტურის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე, განსახორციელებელ ურბანულ პროექტებზე, ავარიული სახლების ჩანაცვლებასა და ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე ისაუბრა. კახა კალაძემ კულტურის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
