პრემიერი სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებას გამორიცხავს
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. მედიკოსების მულტიფუნქციური ჯგუფი კი სააკაშვილთან სამ საათზე შევა. პრემიერ მინისტრის განცხადებით მიხეილ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა რომ პროვოკაციების მოწყობის საშუალებას არავის მისცემენ.
