სააკაშვილის საქმე - პოლიტიკოსების წერილი და შეფასებები
72 პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს მიმართავენ. ხელმომწერებს შორის არიან ქართველი პოლიტიკოსებიც. წერილში საუბარია რომ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს, რადგან მის მიმართ არსებული ბრალდებები ცნობილია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. მმართველი გუნდის განცხადებით, წერილს ძირითადად ხელს აწერენ ლიეტუვის სეიმის დეპუტატები, რომელთა მობილიზაცია მიხეილ სააკაშვილის მეგობარმა ჟიგიმანტას პავილიონისმა განახორციელა. რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, უმრავლესობაში ამბობენ რომ წერილს არ უერთდებიან ის დეპუტატები, რომლებიც საქართველოს საკითხებში კარგად ერკვევიან.
