ანდრია ჯაღმაიძის განცხადება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ სინოდის ერთ-ერთი წევრის დაფინანსებით, გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან, ბართლომეოს პირველთან შესახვედრად მიემგზავრებიან, სადაც ბარნოვი იტყვის, რომ “ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს. ანდრია ჯაღმაიძის მტკიცებით, იქნება თხოვნაც, რომ მსოფლიო პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადება საჯაროდ გააკეთოს.
