გართულებულია ეპიდვითარება პედიატრიული ასაკის პაციენტებში
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მიმართვიანობა გაიზარდა. კოვიდ განყოფილებაში ბოლო მონაცემებით, 108 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 21 რეანიმაციაში იმყოფება. გარდა კოვიდისა, კლინიკაში მიმართვიანობა გაზრდილია მწვავე რესპირატორულ ვირუსებზეც.
