საქართველოში კოვიდინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2082 პაციენტი. ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია 1862, მეორე ადგილზეა იმერეთი 1151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მესამე კი კახეთი 912 ახალი ინფიცირებულით.
