აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი
ამერიკის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში, რომელიც თავდაცვის სამინისტროში გამართული, დახვედრის ოფიციალური ცერემონიით და ქართველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. ლოიდ ოსტინმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს. აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს და მისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი და მტკიცეა - აცხადებს, მაღალი რანგის ამერიკელი სტუმარი. თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართული ბრიფინგის შემდეგ, ამერიკის თავდაცვის მდივანი უკვე პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო
