სექსუალური შევიწროების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ "ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სექსუალური შევიწროების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ნაციონალური მოძრაობის მარტვილის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრს, ზაზა ბურჭულაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლომ მიიღო. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაკავებული პატიმრობაში დატოვა.
