პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა სექტორული თანამშრომლობა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება.
