პენტაგონის განცხადება
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება შავი ზღვის რეგიონში ოსტინის ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. პენტაგონში აცხადებენ, რომ ლოიდ ოსტინი საქართველოს, უკრაინისა და რუმინეთის ლიდერებს შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ესაუბრება. მინისტრები განიხილავენ ნატოს 2030-ის დღის წესრიგსაც.
