ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოშია
. პენტაგონის ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დახვდა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, დღის პირველ ნახევარში ქართველი და ამერიკელი კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
