სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდმა მემორანდუმი კრივის ეროვნულ ფედერაციასთან გააფორმა
თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოზარდ სპორტსმენებს, რომლებიც კრივში ვარჯიშობენ, ინვენტარით მოამარაგებს. ასევე იგეგმება ფედერაციას და ფონდის მიერ ერთობლივი განაცხადის გაგზავნა ევროპის ჭაბუკ მოკრივეთა ჩემპიონატის თბილისში ჩატარების შესახებ.
