„ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, გაზაფხულიდან საქართველოში ფუნქციონირებას იტალიის „ინტერის“ საფეხბურთო აკადემია დაიწყებს
. ამის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის რექტორმა დავით კერესელიძემ დაადასტურა და დეტალების შესახებ ისაუბრა. პროექტი მიზნად ისახავს, მოზარდმა ფეხბურთელებმა მაქსიმალურად გაითავისონ ის ცხოვრებისეული ღირებულებები, რომლებიც საფეხბურთო სამყაროს განუყოფელი ნაწილია. თბილისში გახსნილი საფეხბურთო აკადემია „ინტერისთვის“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეოცე იქნება.
