რუსთავის ნომერ მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს პენიტენციური სამსახური. მათივე ცნობით გარდაცვლილია ორი ადამიანი , ორივე პატიმარია. შეგახსნებთ სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, დაახლოებით 14:20 წუთზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.
