საქართველოს პასუხი რუსეთს
რუსეთის შეთავაზებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე სრულიად მიუღებელია და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა. ოკუპანტი ქვეყნის შეთავაზებაზე კომენტარი პრემიერ მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთეს.
