სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
მსჯავრდებულისა და ბრალდებულის მიხეილ სააკაშვილის შესახებ სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი იწყება. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით კი, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყო, რომელიც მუშაობას მაშინ დაიწყებს, როცა ამის თანხმობას თავად მიხეილ სააკაშვილი მისცემს. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, შეხვედრა პარლამენტის წევრებთან ომბუდსმენთან და ჯანდაცვის მინისტრთან გაიმართა.
