მეუფე ანტონის განცხადება
მიხეილ სააკშვილის პატიმრობის საკითხს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი გამოეხმაურა. ამბობს, რომ სამართლებრივი დავა, ეკლესიის საქმე არ არის, თუმცა მისი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ გამოძიების დასრულებამდე ექსპრეზიდენტი შინა პატიმრობაში უნდა იყოს. მეუფე ანტონი განმარტავს, რომ მედიაში არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს და პეტიციას აწერს ხელს.
