ბათუმში ტრაგედიის ადგილზე, სამგლოვიარო კედელი გაკეთდა
ბათუმი, 26 მაისის ქუჩა - ტრაგედიის ადგილზე, სამგლოვიარო კედელი გაკეთდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, მოქალაქეებს აქ ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ. შეკრებილები იხსნებენ რვა ოქტომბრის ტრაგედიას და მძიმე წუთებზე საუბრობენ. ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
