ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ . მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა და სამივე მოქალაქე პატიმრობაში დატოვა. მათ ბრალად ედებათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევაში , რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.
