ბათუმში იაშვილის სახელობის ცენტრალურ ჰოსპიტალში, ერთ-ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა
ბათუმში იაშვილის სახელობის ცენტრალურ ჰოსპიტალში, ერთ-ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის დროს პალატაში ოთხი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ თვითმხილველებმა ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. უკმაყოფილო მშობლებმა კლინიკაში პოლიცია გამოიძახეს. კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ მომხდარის მიზეზი მოკვლევის შემდეგ დადგინდება.
