საქართველოში გლოვის დღეა
ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გლოვობენ. ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. გლოვის დღესთან დაკავშირებით დროშები დაუშვეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე .
