ბათუმში კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა - ვითარება ადგილზე
ბათუმში, ექვსსართულიანი კორპუსიდან, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მაშველებმა ორი ბავშვი გადაარჩინეს. უცნობია, რა გახდა კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ კორპუსი ავარიული არ იყო. ადგილზე იმყოფება აჭარის მთავრობის მეთაური. მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
