პოლიციამ გურიაში საფლავების გაქურდვის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა
პოლიციამ გურიაში საფლავების გაქურდვის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს. მათ შორის, დაკავებულები სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის - რუსლან წულაძის საფლავზე განთავსებულ ალუმინის ნაკეთობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
