სააკაშვილის გეგმები
არჩევნების მეორე ტურის წინ მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას კვლავ აქციებისკენ მოუწოდებას. ციხიდან გაკეთებულ ამ გზავნილს მმართველი გუნდის წევრები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა , რომ ექსპრეზიდენტის მიზანი თავიდანვე ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა იყო.
