მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში არსებულ პირობებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა
მათი ინფორმაციით ექსპრეზიდენტი სარგებლობს ტელევიზორით და აქვს პირადი მოხმარების ნივთები, მათ შორის ლეიბი. ამასთან განმარტებულია, რომ დეკანოზის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში მიტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და თვლები, მე-12 პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად კი, ბრალდებულს და მსჯავრდებულს ეკრძალება პენიტენციურ დაწესებულებაში ფასეული ნივთების ქონა.
