როგორია პარტიების მოლოდინი მეორე ტურთან დაკავშირებით
როგორია პარტიების მოლოდინი მეორე ტურთან დაკავშირებით, რომელიც 20 ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციის ნაწილი მათი კანდიდატების მხარდასაჭერად გაერთიანდა. თუმცა ამ ერთობას არ უერთდება „გირჩი“. რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდს, „ქართული ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპონენტებს იცივე ოლქში დაამარცხებენ.
