მიხეილ სააკაშილის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
მიხეილ სააკაშილის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს, ზურაბ და შალვა წოწორიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მათ მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ, სამეგრელოში ერთ-ერთ სოფელში საკუთარი ავტომანქანით მიიყვანეს. მამა-შვილი ფოთის პორტის თანამშრომლები არიან.
