"აიცერი და მოიგე" - 10 000 ლარიანი პრიზის გამარჯვებული
ლატარია "აიცერი და მოიგეს" ფარგლებში უკვე გათამაშებულია 540 ათასი ლარი. ამ დრომდე, მოგებული აქვს 3411 ადამიანს, სრულად საქართველოს მასშტაბით. ლატარია "აიცერი და მოიგეს" გათამაშება ყოველდღიურად იმართება, სადაც 100 და 500 ლარის ოდენობის საპრიზო თანხა თამაშდება. ყოველკვირეულ გათამაშების ფარგლებში კი აცრილ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ მოიგონ 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის თანხა.
