ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა
დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს იმ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ესაუბრებოდა ამომრჩევლებს ბოლო ორი თვის განმავლობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „როგორც იცით, ამ არჩევნებზე არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებას მთელი ორი თვის განმავლობაში ესაუბრებოდა იამზე, თუ როგორ წარმოუდგენია დედაქალაქის თუ თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს ამ პოლიტიკურ ძალას და მის კანდიდატებს“, - განაცხადა კობახიძემ.
