ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა, თუმცა ხმის მიცემის შემდეგ მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
