სახალხო დამცველის ანგარიში
სახალხო დამცველმა წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევათა ფაქტების შესახებ ანგარიში წარადგინა. ნინო ლომჯარიამ აგვისტოსა და სექტემბერში სამსახურებიდან, სავარაუდოდ, დისკრიმინაციული გათავისუფლების ფაქტებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ სავარაუდო ზეწოლის, ასევე, ძალადობის შესახებ ისაუბრა.
