უცნობი ფაილების საქმე
პრემიერ მინისტრმა დღეს ფარულ ჩანაწერებზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ გამოძიება დაადგენს, რა იყო კანონის ფარგლებში განხორციელებული შესაძლო მოსმენა, რა არის ფაბრიკაცია და ამის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ღირსეული ხელმძღვანელი ჰყავს. პრემიერმა სუსის ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა
