საფრანგეთის პრეზიდენტის კომუნიკე
საფრანგეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ არჩევნები ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებს, ნორმებსა და სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ამის შესახებ საუბარია იმ კომუნიკეში, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე 28 სექტემბერს ტრიუმფალურ თაღთან, საფრანგეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ გამოქვეყნდა.
