თაღლითობა ღვინის ქარხნებში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის წევრები, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 მოქალაქე დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ყვარელში ღვინის ქარხნებში, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და ყურძნის მიღების დროს ელექტროსასწორებზე განხორციელებული ხელოვნური მანიპულაციის შედეგად, დიდი ოდენობით თანხას უკანონოდ ეუფლებოდნენ.
