IPSOS-ის კვლევის შედეგები
არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე იფსოს გლობალის კვლევის შედეგები ხდება ცნობილი. კითხვაზე რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? პირველ ადგილზე 35 პროცენტით "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე ადგილზე 30 პროცენტით "ნაციონალური მოძრაობა" მესამე ადგილზეა პარტია საქართველოსთვის 9 პროცენტით. რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს . შედეგბი ასე გადანაწილდა კახი კალაძე - 41% , ნიკა მელია - 36% და მესამე ადგილზეა გიორგი გახარია - 13% პროცენტით.
