ლატარია „აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში უკვე გათამაშებულია 260 400 ლარი
მოგებულია 177 ადამიანი. თანხას იგებენ სრულიად საქართველოს მასშტაბით. ლატარია „აიცერი და მოიგეს“ გათამაშება ყოველდღიურად იმართება, სადაც 100 და 500 ლარი თამაშდება. ყოველკვირეულ გათამაშების ფარგლებში კი, აცრილ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ მოიგონ 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის თანხა.
