რუსეთის არჩევნები ოკუპირებულ რეგიონებში
შეერთებულმა შტატებმა დაგმო საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის მიერ მათთან შეუთანხმებლად საარჩევნო უბნების გახსნა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა ტვიტერის სოციალური ქსელით განაცხადა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შეფასებისას.