„ევრონიუსი“ აჭარის შესახებ სიუჟეტს ამზადებს
გადამღები ჯგუფი საქართველოშ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფება. რეპორტაჟი გადაცემა ფოკუსში გავა. სიუჟეტში აქცენტი გაკეთდება იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნულ პარკებზე, შესაბამისად, გადაღებები კინტრიშის, მტირალას, კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აჭარის შესახებ მომზადებული სიუჟეტი ევრონიუსის ეთერში სექტემბრის ბოლოს გავა. მას 9 ენაზე მსოფლიოს 160 ქვეყანაში მილიონობით მაყურებელი ნახავს. სიუჟეტის ეთერში გასვლამდე კი ევრონიუსზე, აჭარის საიმიჯო რგოლები ტრიალებს
