ქართველოლოგიის პროგრამა ჰარვარდის უნივერსიტეტში
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში, ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. ეს პროგრამა, ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას. ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა. პროგრამა 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდება და ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანალებს, რომელიც 40 წელზე მეტია მუშაობს ქართველოლოგიის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა ქართველოლოგიის ახალი პროგრამის ხელმძღვანელებს საჩუქრად გადასცა უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემის სამტომეული - „საქართველო,ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია“, რომლის ავტორიც ქართული მუსიკისა და ფოლკლორის გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილია. პირველ ლექციას ირაკლი ღარიბაშვილის წაიკითხვას
