პრემიერმა გაეროს „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი აჩუქა
გაეროს არტ-კოლექციაში უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ განთავსდა, რომლის ყდაც საფრანგეთში, ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა. „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი, რომელიც 2017-18 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა, გაეროს ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადასცა. ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. საქართველოს საჩუქარი გაეროს სათავო ოფისში, მეორე სართულზე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე განთავსდა, სადაც არის დარბაზი, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომები ტარდება. საჩუქარი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილისგან ირაკლი ღარიბაშვილმაც მიიღო, შოთა რუსთაველის საფოსტო მარკა, რომელიც 2018 წელს, რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საფოსტო მარკებისა და ნუმიზმატიკის დეპარტამენტმა გამოსცა
