პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
ანტონიო გუტიერეშს ირაკლი ღარიბაშვილმა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის ანგარიშს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, რომელიც პრემიერის შეფასებით მნიშვნელოვანი მექანიზმია იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნდეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე პრემიერ მინისტრი სიტყვით ხვალ გამოვა
