"ქართული ოცნების" სოციალური მედიის მონიტორინგის ჯგუფმა 1200-ზე მეტი ყალბი ანგარიში აღმოაჩინა
. წინასაარჩევნოდ გაშიფრული სქემის დეტალებზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, ამ გვერდების უკან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ე.წ ტროლები და ბოტები დგანან, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებით, ახდენენ „ქართული ოცნების“ და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების დისკრედიტაციას, ცდილობენ ამომრჩეველთა განწყობაზე ზემოქმედებას და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას.
