პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ავსტრიის კანცლერს, სებასტიან კურცს შეხვდა. საუბარი შეეხეო ქვეყნების ორმხრივ თანამშრომლობას , რომელიც აქტიურად ვითარდება, ასევე ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
